დღეს, 19 თებერვალს, სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს:
- პრეზენტაციაუილიამ შექსპირის ცხოვრების შესახებ;
- შექსპირის ტრაგედია "ჰამლეტის" მოკლე შინაარსი და
- შექსპირის სონეტები.
გაიმართა უცხოური ენების კვირეულის შეჯამება, ასევე სიგელებით დაჯილდოვდნენ კვირეულის განმავლობაში გამართული კონკურსების და ვიქტორინების გამარჯვებული მოსწავლეები.
18 თებერვალს სსიპ ქალაქ ბათუმის 6 საჯარო სკოლაში ჩატარდა შემოქმედებითი წერის კონკურსი ინგლისურ ენაში. კონკურსში მონაწილეობდნენ მე 4 კლასის მოსწავლეები.
17 თებერვალს უცხოური ენების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში რუსულ ენაში "Своя игра". თამაშში ძალები მოსინჯეს მე-8ა და მე-8ბ კლასის მოსწავლეებმა. მონაწილეობდა 5 ჯგუფი: წითლები, ყვითლები, ნარინჯის ფერები, ლურჯები და მწვანეები. გაიმარჯვა მწვანეებმა. ვულოცავ მათ გამარჯვებას!!!
აგრეთვე, 17 თებერვალს უცხოური ენების კვირეულის ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ,,ამერიკული კუთხე'' -ში გამართულ ფილმის (The Human Face of Big Data) ჩვენებას და დისკუსიას.
16 თებერვალს ჩვენს სკოლაში ჩატარდა ნორჩ თარჯიმანთა და ილუსტრატორთა კონკურსი. კონკურსში მონაწილეობდნენ მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. მუშაობა ჯგუფებში ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაბ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.http://pmc.edu.ge/skola/css-admin/css-admin/upload/ucxo_enebis_kvireulis_gegma_tebervali_2016.pdf
15 თებერვალს სსიპ ქალაქ ბათუმის #6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში გაიხსნა უცხოურტი ენების კვირეული. კვირეულის გახსნა მოსწავლეებს მიულოცა სკოლის დირექტორის მიოადგილე თამარ ჩაგანავამ. უცხოური ენის კვირეულის გეგმა მოსწავლეებს გააცნო კათედრის გამგე მაყვალა მამულაძემ.
Hamlet from Makvala Mamuladze




























Комментариев нет:
Отправить комментарий