პროექტი "სხალთა"

       ვეცნობით სხალთის ისტორიას




პრეზენტაციების წარდგენა




                                                                                   













   

ვერ გამოიძინა, ადრე მოუწია ადგომა



                                                   ლანჩი შუახევის რესტორანში

1.      პროექტის სახელწოდება: სოციალური პროექტი „ სხალთა“.
2.      პროექტის მონაწილეები: მაყვალა მამულაძე - მე-6გ  კლასის დამრიგებელი და კლასის მოსწავლეები;
ხათუნა აბდალაძე - სკოლის ექიმი;
გიული კახიძე - სკოლის მანდატური;  
3.    პრობლემის ანალიზი
·       კლასი შედგება სხვადასხვა სკოლიდან მოსული ბავშვებისგან; მათ შორის და მათ მშობლებს შორის ჯერ არ არის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები, რადგანაც კარგად არ იცნობენ ერთმანეთს;
·       შევნიშნე, რომ მოსწავლეთა ურთიერთობა სადამრიგებლო კლასში არ არის მეგობრული, ზოგი მათგანი იჩაგრება;  მშობლებთან ურთიერთობის შემდეგ დავადგინე, რომ ყოველი მათგანი ყველაფერში თავის შვილს ამართლებს
·       ეს პრობლემა მნიშნელოვნია კლასში მეგობრული და სწავლისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისათვის, მით უმეტეს, რომ მოსწავლეები გამოთქვამენ სურვილს ექსკურსიის მოწყობის თაობაზე.
·       გადავწყვიტე, რომ არაფორმალურ გარემოში (ექსკურსიაზე) მოსწავლეებიცა და მათი მშობლებიც უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს, დაინახავენ მათი შვილების ურთიერთობას კლასელებთან,  დამეგობრდებიან , ეს კი ხელს შეუწყობს კლასის ერთობას, თანამშრომლობას, გაზრდის მოსწავლეთა ადაპტირების ხარისხს საზოგადოებაში.

4.    პროექტის მიზანი
-        მოსწავლეთა ერთიან კოლექტივად ჩამოყალიბება;
-        ბულინგის თავიდან აცილება;
-        მშობელთა აქტიური ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში;
-        XXI საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება (ჯანსაღი მსჯელობა და აღქმა, რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება.
-         

5.    პროექტის ამოცანები
-        პროექტის თემასთან დაკავშირებით მასალის მოძიება, ანალიზი;
-        ისტ-ის უნარების განვითარება;
-        თანამშრომლობა ჯგუფებში და მთელ კლასთან;
-        საკუთარი ქვეყნის ისტორიის შესწავლა;
-        რუსულ ენაზე ბუკლეტისა და პრეზენტაციის შექმნა.

6.    მოსალოდნელი შედეგები
-        მოსწავლეებს  აუმაღლდებათ მოქალაქეობრივი თვითშეგნება;
-        ითანამშრომლებენ კლასელებთან პროდუქტიულად და ადეკვატურად ;
-        შეძლებენ ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირებას.

7.    მიზნობრივი ჯგუფები
1.      ჯგუფი - ისტორია-გეოგრაფია
2.      ჯგუფი - კულტურა-ტრადიციები 
3.      ჯგუფი - ხალხური ზეპირსიტყვიერება

8.    ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები
-        პროექტის მონახაზის გაკეთება;
-        მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება;
-        შეხვედრა ექიმთან და სკოლის მანდატურთან: (ლექცია, დიალოგი)
-        შეხვედრა მშობლებთან და პროექტის იდეის გაცნობა, მათი მოსაზრებების გაზიარება  დავალებების გადანაწილება.

Комментариев нет:

Отправить комментарий