პროექტებით სწავლება
понедельник, 10 июля 2017 г.
суббота, 21 декабря 2013 г.
დღე მეცხრე
დღეს ჩვენი პროექტების პრეზენტაცია იყო. ძალიან ვღელავდი, მაგრამ ისეთი მეგობრული გარემო იყო, რომ შენიშვნებიც დადებითად მივიღე. ვეცდები ორშაბათისთვის ყველაფერი გავითვალისწინო და განვახორციელო ცვლილებები ჩემი პროექტი დავხვეწო.
воскресенье, 15 декабря 2013 г.
დღე მერვე
დღეს კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს გეგმებს და შევაფასეთ მოსწავლეთა პრეზენტაციები, განვიხილეთ შეფასების რუბრიკები, გავიგეთ ფასილიტაციის მნიშვნელობა, როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში, როგორ გამოვიყენოთ ისტ-ი უფრო ეფეკტური სწავლებისათვის. ცხელი ყავაც დროული იყო.
суббота, 14 декабря 2013 г.
დღე მეშვიდე
დღეს განვიხილეთ ბლუმისა და გარდნერის მატრიცა, გავიგე რამდენად მნიშვნელოვანია დიფერენცირებული სწავლება, მოსწავლემ რომ წარმატებულად იგრძნოს თავი, მასწავლებლები განასხვავებენ დიფერენცირებული სწავლების ოთხ სახეს: შინაარსი, პროცესი, პროდუქტი და სასწავლო გარემო. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ თითოეული მოსწავლის ინტერესები და შესაძლებლობები.
გავიყინე, მაგრამ მაინც საინტერესო იყო ეს დღე ჩემთვის
воскресенье, 8 декабря 2013 г.
მეექვსე დღე
დღეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ ერთმანეთის ნაშრომები და კორექტირება შევიტანეთ ჩვენს გეგმებსა და პრეზენტაციებში. ვისწავლეთ ვიდეო და აუდიო რგოლების ჩაშენება პრეზენტაციებში, ონლაინ კოლაბორაციის საშუალებით შევავსეთ Excelis ცხრილი, კარგი იყო.
суббота, 7 декабря 2013 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)