ჩემი ქალაქი / პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
| ||
სახელი და გვარი
|
მაყვალა მამულაძე
| |
რაიონი
|
აჭარა
| |
სკოლა
|
სსიპ ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
| |
ქალაქი
|
ბათუმი
| |
თემის მონახაზი
| ||
მოსწავლეები მხარეთმცოდნეების და გიდების როლში შეისწავლიან ქალაქს, მოიძიებენ ინფორმაციას ძველ ბათუმზე, ისტორიულ ძეგლებსა, ეთნიკური ჯგუფების, გეოგრაფიული მდებარეობის, ლანდშაფტის, ფლორისა და ფაუნის შესახებ, შეადგენენ მულტიმედიურ პრეზენტაციებს; გამოუშვებენ საინფორმაციო ბიულეტს.
| ||
თემის დასახელება
| ||
Мой город!
| ||
თემის შინაარსი
| ||
პროექტი «Мой город!» – ეს მოზარდთა კვლევითი საქმიანობაა, თავიანთი ქალაქის ისტორიის შესწავლა და პროპაგანდაა, ისტ-ის შესწავლის სურვილის აღძვრა. შემუშავდა საანგარიშო ბუკლეტის შინაარსზე მუშაობის გეგმა.
| ||
საგანი
| ||
დონე/კლასი
| ||
ს 2 8 კლასი
| ||
განხორციელების დროის ჩარჩო
| ||
1 თვე, 10 გაკვეთილი
| ||
თემის საფუძვლები
| ||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
| ||
რუსული ენის სტანდარტი:
კულტურათა დიალოგი:უცხ.ს.II.28. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან.; პრაქტიკული გამოყენება;
უცხ.ს.II.30. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის და სკოლის ვებ-გვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის თანატოლთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა). ს2.30; სწავლის სწავლა: უცხ.ს.II.36. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით..
ისტ-ი ტექნოლოგიები:
1. მოსწავლე აფასებს ციფრული მასალის ხარისხსა და ინფორმაციის სანდოობას, ამისათვის შეაგერებს სხვადასხვა წყაროდან მიღებულ მასალას.
2. მოსწავლე იყენებს ისტ-ის ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმით წარდგენისას; აცნობიერებს წარსადგენი მასალის ხარისხსა და შესაბამისობას აუდიტორიის მოთხოვნებთან
ისტორია-გეოგრაფია:.
ისტ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კომუნიკაციების განვითარების ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე.
ისტ.VIII.14.
მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობების კვლევა.
გეო.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი.
გეო.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებსა და მეურნეობის განვითარებაზე
XXI საუკუნის უნარჩვევები:
| ||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
| ||
მოსწავლეები შეძლებენ მოიძიონ ინფორმაცია და ფოტო-ვიდეო მასალა სასურველ თემაზე, წარმოადგინონ მოპოვებული მასალა პრეზენტაციისა და ბუკლეტის სახით. პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები უკეთესად ისწავლიან თავიანთი სასწავლო პროცესის მართვას, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აქტივობებში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას.
| ||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
| ||
ზოგადი კითხვა
|
რატომ სჭირდება ადამიანებს ერთმანეთი?
| |
თემატური კითხვები
|
როგორ უნდა დავამყაროთ ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან? რა უნდა ვაკეთოდ, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენი ქალაქი უცხოელებისათვის?
| |
შინაარსობრივი კითხვები
|
რა უპირატესობა აქვს ბათუმს? რა არის ქალაქის არსებობის წყარო? რა არის საჭირო მისი განვითარებისათვის?
| |
შეფასების გეგმა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა საკითხები
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო უნარ-ჩვევები
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
Ø მოპოვებული ინფორმაციის რუსულ ენაზე გადმოცემის უნარი
Ø რესურსების მოძიებისა და ბიბლიოთეკაში მუშაობის უნარი
Ø ინტერნეტში მასალის მოძიების, Word-ში და PowerPoint-ში მუშაობის უნარი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო ცოდნის შემოწმება და გამყარება
დაფაზე დაწერეთ ზოგადი შეკითხვა: რატომ სჭირდება ადამიანებს ერთმანეთი? მოსწავლეებს სთხოვეთ გააანალიზონ ეს შეკითხვა. ისაუბრეთ ადამიანთა ურთიერთობის შესახებ, განიხილეთ შინაარსობრივი შეკითხვა როგორ უნდა დავამყაროთ ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან? რა უნდა ვაკეთოდ, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენი ქალაქი უცხოელებისათვის?
დასვით მოსწავლეთა საჭიროების განმსაზღვრელი კითხვები და დაიწყეთ მსჯელობა იმ საკითხებზე, რაც მოსწავლეებმა იციან თავიანთი ქალაქის შესახებ. შემდეგ კი, დეტალურად გააცანით მათ ქალაქის ისტორია, გეოპოლიტიკური მდგომარეობა და განვითარების გზები, მოკლედ მოუყევით ქალაქის ისტორია, მისი განსახლების ადგილის, ენობრივი და კულტურული არტეფაქტების შესახებ. ეცადეთ მაქსიმალურად შეავსოთ მათი ცოდნა ბათუმის საზოგადოების შესახებ. გამართეთ დისკუსია ქალაქის შესახებ.
ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ პროექტის განმავლობაში, მათ შორის სხვადასხვა ბეჭდვითი და ინტერნეტ წყაროების გამოყენებისას, ჯგუფური დისკუსიების და მულტიმედიური პროექტის წარმოდგენისას აუცილებელი მოთხოვნაა რუსული ენის გამოყენება.
დაარიგეთ პროექტის რუბრიკა. მიმოიხილეთ რუბრიკები მთელ კლასთან ერთად და განიხილეთ პროექტის მოლოდინები. რუბრიკებს მოსწავლეები პროექტზე მუშაობისას სახელმძღვანელოდ გამოიყენონ. განიხილეთ რუსულენოვანი მულტიმედიური პრეზენტაცია ან ქართულენოვანი მულტიმედიური პრეზენტაცია სასწავლო ნიმუშის სახით.
მუშაობის დაწყება
მოსწავლეებს აუხსენით, რომ პროექტზე მეტწილად ჯგუფურად უნდა იმუშაონ და შეფასებაც ერთობლივ ნამუშევარში უნდა მიიღონ. დაარიგეთ ჯგუფური მუშაობის რუბრიკა. განიხილეთ ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებული მოლოდინები და სთხოვეთ მოსწავლეებს იხელმძღვანელონ რუბრუკით ჯგუფური მუშაობის დროს.
მოსწავლეები ჯგუფებში გადაანაწილეთ და სთხოვეთ მათ აირჩიონ ინდივიდუალური კვლევის თემა. ჯგუფის ყოველი წევრი განსხვავებულ თემას იკვლევს. ინდივიდუალური კვლევის შედეგები ჯგუფურ მულტიმედიურ პრეზენტაციაში გაერთიანდება.
უჩვენეთ მოსწავლეებს როგორ უნდა შეიმუშაონ გეგმა და როგორ უნდა შეიტანონ მასში ცვლილება დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ. მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ თავიანთ თემებთან დაკავშირებულ გეგმებს. ბოლოს, მოსწავლეები თავიანთ გეგმებს შეამოწმებენ, შეაფასებენ და დასკვნებს გააკეთებენ.
მოსწავლეებს საკმარისი დრო მიეცით მასალის მოსაგროვებლად. შერჩეულ თემაზე მუშაობისას მიეცით მათ მითითებები იმ ფაქტორების შესახებ, რომლებმაც სავარაუდოდ შეისწავლიან. ინდივიდუალურად შეხვდით მოსწავლეებს მათი პროგრესის შეფასების მიზნით.
მოსწავლეებს სთხოვეთ ჯგუფური დისკუსიისას თანაკლასელებს თავიანთი კვლევის შედეგები გაუზიარონ, შემდეგ კი ინდივიდუალური მუშაობის შედეგები გააერთიანონ და ჯგუფურად შეარჩიონ მასალები პრეზენტაციისათვის . შეხვდით ჯგუფებს მათი პროგრესის შესაფასებლად და ერთობლივი მუშაობის დაკვირვების ფურცლის გამოყენებით, ერთობლივი მუშაობის მონიტორინგისთვის.
ნამუშევრების წარმოდგენა
უხელმძღვანელეთ მოსწავლეებს პრეზენტაციების შექმნის, ორგანიზებისა და მომზადების დროს.
თითოეულ ჯგუფს მიეცით დრო სლაიდშოუს წარმოსადგენად. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს უკუკავშირის გაზიარების და სხვა ჯგუფებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცით. ასევე, გამოყავით დრო მოსწავლეების მიერ ინდივიდუალური და ჯგუფური თვითშეფასებისთვის. შედეგები გაითვალისწინეთ თქვენ მიერ განხორციელებული შეფასების დროს.
პროექტის დასკვნითი ნაწილი
მას შემდეგ, რაც ყველა ჯგუფი დაასრულებს გამოსვლას, გამართეთ დისკუსია სოციალური ფაქტორების შესაჯამებლად. შეგიძლიათ დასვათ კითხვები, მაგალითად, რა მსგავსება და განსხვავებები არსებობს ძველ და ჩვენს საზოგადოებას შორის? და პროექტის კითხვები:
- რა უპირატესობა აქვს ბათუმს?
- რა არის ქალაქის არსებობის წყარო? რა არის საჭირო მისი განვითარებისათვის?
კიდევ ერთხელ დაუბრუნდით მთავარ კითხვას: რატომ სჭირდება ადამიანებს ერთმანეთი?
მოსწავლეებს სთხოვეთ დაწერონ დასკვნითი ესე, სადაც დღევანდელი ქალაქი უნდა წარმოადგინონ. განიხილონ ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ჩვენი ქალაქისა და მისი მოსახლეობის წარმატება განაპირობონ. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
დიფერენცირებული სწავლება
| ||
სპეციალური საჭიროებები
|
აღწერეთ, რა სახის დახმარება და ხელშეწყობა აქვთ მოსწავლეებს, მაგალითად, დამატებითი დრო სწავლისთვის, მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანები, მოდიფიცირებული დავალებები, ჯგუფური მუშაობა, დავალებების კალენდარი, ადაპტირებული ტექნოლოგიები, სპეციალისტების დახმარება. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების კომპონენტების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა (მაგალითად, ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად).
| |
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
აღწერეთ დამატებითი დახმარების საშუალებები ენაზე მუშაობისთვის, მაგალითად, სასწავლო კურსი და ინდივიდუალური გაკვეთილები ბილინგვური მოსწავლეებისგან ან თემში მოხალისე მასწავლებლებისგან, ქართული ენის შემსწავლელთათვის. აღწერეთ ადაპტირებული მასალები, მაგალითად, ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრირებული ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, თარგმანის პროგრამები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების მეთოდების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავის ცოდნა, მაგალითად, შეფასების ფორმატში - მშობლიური ენის გამოყენება, ნაცვლად ქართულისა, ან ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად.
| |
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
· მოსწავლე შეასრულებს ექსპერტის როლს ტექნოლოგიების გამოყენებაში.
· საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს თანაკლასელებზე დახმარება.
| |
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
| ||
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
| ||
ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
| ||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები, მოთხრობები, ლაბორატორიის სახელმძღვანელოები, ბიბლიოგრაფიული მასალები და ა.შ.
|
ინვენტარი/მასალები
|
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
|
ინტერნეტრესურსები
|
ვებმისამართები (URLs), რომლებიც ხელს უწყობს თემის მიზნების მიღწევას.
|
სხვა რესურსები
|
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий